„ქრონიკა“ – თანამშრომლებისთვის საკადრო ცვლილება მოულოდნელი იყო, შესაბამისად გაჩნდა დამატებითი კითხვები

„იმედი“ ერთ-ერთ ბანკში გაიცვალა?

„ტელეიმედის“ საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლებისთვის საკადრო ცვლილება მოულოდნელი იყო და შესაბამისად, გაჩნდა დამატებით კითხვები, – ამის შესახებ განცხადება „ქრონიკის“ 20.00-საათიან გამოშვებაში გაკეთდა.

როგორც „ქრონიკის“ წამყვანმა, თეა სიჭინავამ აღნიშნა, იმედი აქვთ, რომ ამ კითხვებზე საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლები პასუხებს მივიღებთ.

„ტელეიმედის“ საინფორმაციო სამსახურში საკადრო ცვლილებაა. არხის ხელმძღვანელობის განცხადებით, საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობას ნანა ლეჟავა დაიკავებს. საინფორმაციო სამსახურის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი მაია თაბაგარი გენერალური დირექტორის კონსულტანტის პოზიციაზე გადაინაცვლებს. ეს საკადრო ცვლილება დღეს გახად ცნობილი. ფაქტი საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლებისთვის მოულოდნელი იყო, შესაბამისად გაჩნდა დამატებითი კითხვები და იმედია, ამ კითხვებზე საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლები პასუხებს მივიღებთ“,-აღნიშნა თეა სიჭინავამ „ქრონიკის“ 20.00 საათიან გამოშვებაში.

banner
წინა სტატიაში“იმედის” საინფორმაციო სამსახურის უფროსად ნანა ლეჟავა დაინიშნა
შემდეგი სტატიაქურთული ძალები რაკასთან ახლოს გამოჩნდნენ