“ქრონიკა პლიუსის” რედაქტორი, ელისო კილაძე, ნარკოტიკის ჩადების სავარაუდო ფაქტს ასაჯაროებს

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 5, 2018 15:53

“ქრონიკა პლიუსის” რედაქტორი, ელისო კილაძე, ნარკოტიკის ჩადების სავარაუდო ფაქტს ასაჯაროებს

ქრონიკა პლიუსის რედაქტორის, ელისო კილაძის განცხადებით ნარკოტიკის ჩადების სავარაუდო ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა რედაქციაში უცნობმა პირმა რამდენიმე დღის წინ მიუტანა. მოგვიანებით გაირკვა, რომ კადრებში ლაშა ვაშაკიძის დაკავებაა გადაღებული, რომელიც, დაახლეობით, 1 წლის წინ მოხდა. მასალაში ჩანს, რომ მას სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული 5 პირი აკავებს, სავარაუდოდ, იკვეთება ნარკოტიკის ჩადების ფაქტი.

„ჩემთვის უცნობმა პირმა გადმომცა დისკი და მითხრა, რომ მასზე ასახულია ჩადების ფაქტი და როდესაც ვკითხე, ვინაობა იცის თუ არა, ვის უდებენ ნარკოტიკს ან იარაღს, მან მითხრა, რომ ვინაობა არ იცის. ეს ფირი სრულად ავტვირთე Facebook-ის გვერდზე, დამიკავშირდა ჩემთვის უცნობი ქალბატონი, მან მითხრა, რომ ვიდეოფირზე არის მისი მეუღლე, ლაშა ვაშაკიძე, მას ნამდვილად ჩაუდეს ნარკოტიკული საშუალება და იარაღი,“ – განაცხადა ელისო კილაძემ.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 5, 2018 15:53

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,229
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics