ქრონიკა+: ივანიშვილმა თალაკვაძე ნაციონალებთან ფარული მოლაპარაკებების გამო გააგდო

დღეს 24 აპრილს არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება. თანამდებობიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება მას საკუთარი სურვილით არ მიუღია.

ბიძინა ივანიშვილმა მას ირაკლი ღარიბაშვილი ჩაუტარა, ანუ შუამავლების პირით შეუთვალა, რომ თანამდებობიდან უნდა წასულიყო. პარლამენტის აწ უკვე ყოფილ თავმჯდომარეზე ბიძინა ივანიშვილმა გული ოპოზიციასთან მიმდინარე მოლაპარაკებების გამო აიცრუა.

როგორც „ქრონიკა+“-მა გაარკვია, თალაკვაძე ნაციონალებთან ზედმეტად ახლო კონტაქტში შევიდა და რაღაცები დაპირდა. რაც ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებული არ იყო. ეს ამბავი მსტოვრებმა „ქართული ოცნების“ შემქნელის ყურამდე მიიტანეს. ისიც გაბრაზდა და თალაკვაძეს გადადგომა მოსთხოვა. თალაკვაძის „გაფუჭებაში“ თავისი წვლილი შეიტანა ირაკლი კობახიძემ. მან ყოფილ სპიკერს ძირის გამოთხრა, ჯერ კიდევ ორი წლის წინ დაუწყო.

ალბათ გახსოვთ, თალაკვაძე კომოს ტბაზე საგრიალოდ რომ გაემგზავრა. ეს ამბავი მედიას სწორედ კობახიძემ გააგებინა. მართალია კობახიძე თალაკვაძეს ერჩოდა, მაგრამ მისი გადადგომა დიდად არ გახარებია. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ იცის, რომ შემდეგი შეიძლება ის იყოს. მან ამერიკაში ვიზიტის დროს სერიოზულად მიქარა. ამის გამო ივანიშვილი ძალიან არის გაბრაზებული.

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნება“ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავას კანდიდატურას წარადგენს
შემდეგი სტატიამელია ოპოზიციას: თუ ოცნება ამნისტიაში მოძალადეებს ჩაწერს, კენჭისყრაში არ მიიღოთ მონაწილეობა