(video),,ქრონიკა+“ -ის საგანგებო განცხადება

,,ქრონიკა +“ კატეგორიულად ემიჯნება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოფირების გავრცელებას და ამ ფორმით პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციის პროცესს. მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელობას დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება იმ პირთა დადგენის მიზნით, რომლებიც ფლობდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ფირებს, ან მათ ასლებს.
,,ქრონიკა +“-ის საჯარო განცხადების შემდეგ დაკავებულია მოქალაქე გელა ღურწკაია, რომელმაც რედაქციაში ერთ-ერთი დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი მოიტანა. დღეს დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ ეს იყო ჩვენი რედაქციის წინააღმდეგ მიმართული ბინძური პროვოკაცია. ჩვენ არ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია იმის შესახებ, გადაამოწმა თუ არა გამოძიებამ გაზეთის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის მიერ 2016 წლის 15 იანვარს საგანგებო ბრიფინგზე დასახელებული მინისტრის ორი მოადგილის შესაძლო მონაწილეობა ,,ქრონიკა +“-ის წინააღმდეგ მიმართულ ამ პროვოკაციაში.
იმედს ვიტოვებთ, რომ გამოძიება უმოკლეს ვადაში დაადგენს და დააკავებს პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების კადრების არა მხოლოდ კონკრეტულ გამავრცელებელს, არამედ იმ პირებსაც, ვისაც ფირების ასლებზე ხელი მიუწვდებოდა.

banner
წინა სტატიაშიჟურნალისტური ეთიკის ქარტია მედიასაშუალებებს მოუწოდებს არ გაავრცელონ კადრები
შემდეგი სტატია“სამინისტროს სისტემა ipn.ge-თან და ასევე რადიო ფორტუნასთან აღარ ითანამშრომლებს”- წულუკიანის საგანგებო განცხადება