15.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 18, 2026
banner

“ქრონიკა” სავარაუდოდ გიორგი კანდელაკისა და გივი თარგამაძის ჩანაწერს აქვეყნებს – რას პასუხობს კანდელაკი

ქრონიკის” ინფორმაციით ტელეკომპანიამ ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინება მიიღო.

აუდიოჩანაწერის ავთენტიკურობა დადგენილი არ არის, თუმცა მედიის ინფორმაციით, მიღებული მასალა სავარაუდოდ ასახავს გივი თარგამაძესა და გიორგი კანდელაკს შორის საუბარს, რომელიც კანდელაკის პირად კომპიუტერს ეხება.

გავრცელებული ინფორმაციით, შეტყობინების შინაარსი ასეთია:

“სანქციებს თავისი საფუძველი აქვს. მასეთი ამბები თავისით არ ხდება და ამით უნდა დაინტერესდეთ! გივი სულისამომხდელი თარგამაძე თავისებს რომ უწერს ლაპარაკს, ერთ ცალს პირველს თქვენ გამოგიგზავნით და ნახევარ საათში სხვა ტელევიზიებსაც მივცემ. იქნებ, დაინტერესდეთ, სად დაკარგა კანდელაკმა კომპიუტერი, რომელშიც უცხოელებთან მიწერილი არაერთი დანოსია, თუ რას ეძახიან, რომელიც შეიძლება, ვერც ვერავინ გამოაჩინოს. მთავრობამაც კი!

როდის ჩაუწერია ეს ლაპარაკი, ამაზე ჰკითხეთ თვითონ გივის, არ დაგავიწყდეთ!“, – წერია წერილში, რომელსაც თან ახლავს აუდიო ჩანაწერიც.

გავრცელებულ ინფორმაციას გიორგი კანდელაკი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“კომპიუტერი არა თუ ახლა – არადროს დამიკარგავს. რადგან ამხელა ამბავი ატყდა, კიდე ერთხელ ვაზიარებ ლუკ კოფის და ჩემი თანაავტორობით გამოსულ ჰადსონის ინსტიტუტის – რომელიც ვაშინგტონში წამყვანი კონსერვატიული კვლევითი ორგანიზაციაა – კვლევას საქართველოში აიათოლების რეჟიმის გავლენის ინფრასტრუქტურის შესახებ.

მადლობა კვლევის ასეთი რეკლამისთვის. ბატონებო, პრობლემა არა კვლევა – რომელიც ისედაც საჯაროდ ცნობილი ფაქტების აღნუსხვაა – არამედ მასში აღნუსხული საჯაროდ ცნობილი მოვლენებია რომლებიც დღისით, მზისით საქართველოს ტერიტორიაზე ხდება. ნუთუ საქართველო იმ რეჟიმის მოკავშირე უნდა იყოს რომელმაც ათეულ ათასობით საკუთარი მოქალაქე ქუჩაში დახოცა? ნუთუ, მზად ვართ მივიღოთ რეალობა რომელშიც ჩვენი თანამოქალაქეები ჭავჭავაძის გამზირზე აიათოლას ბრძანების მყისიერად შესრულების მზადყოფნას ეფიცებიან?”-წერს გიორგი კანდელაკი.
banner
წინა სტატიაშიკაია კალასი: ევროკავშირმა გაფართოების პროცესი უნდა დააჩქაროს
შემდეგი სტატიაUNICEF: ლიბანში 2 მარტის შემდეგ 83 ბავში დაიღუპა