30 ივლისს, შეკვეთილის საკონცერტო დარბაზს, “ბლექ სი არენას” მსოფლიო დონის პოპ ვარსკვლავის ქრისტინა აგილერას შოუ-კონცერტი გახსნის.
ამის შესახებ ინფორმაციას “ბლექ სი არენას” ადმინისტრაცია ავრცელებს.
კონცერტზე დასწრების მსურველთა მოთხოვნით და რეგიონის მიმართ გაზრდილი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს რკინიგზამ მიიღო გადაწყვეტილება, დაინიშნოს დამატებითი რეისი 30 ივლისს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით.
აღნიშნული ფაქტი საშუალებას მისცემს საზოგადოებას, კონცერტის დღეს ესტუმროს შავი ზღვის სანაპიროს.
ბილეთების შეძენა შეუძლია ნებისმიერ მსურველს.
სპეც-რეისის განრიგი შემდეგია: “Black Sea Arena“-ზე კრისტინა აგილერას კონცერტზე დასწრების მსურველთათვის თბილისიდან დამატებითი (#856/855) მატარებელი დაინიშნა.
4 ვაგონიანი ელექტრომატარებელი ორივე მიმართულებით 300-300 მგზავრს გადაიყვანს.
მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა 30 ივლისს 10:25, ურეკში ჩავა 14:51.
მატარებელი ურეკიდან გამოვა 31 ივლისს 02:00 და ქ. თბილისში ჩამოვა 06:10.
აღნიშნულ მატარებლებს გაჩერებები ქობულეთსა და ბათუმშიც ექნებათ.