15.5 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 15, 2026
banner

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი: მთავრობა საპატრიარქოსთვის მილიონებს გამოყოფს

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე მასშტაბურად აღინიშნება. ღონისძიებების ორგანიზებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საპატრიარქოს 5.3 მილიონი ლარი გადაეცემა.

განკარგულება ძალაში პრემიერ ირაკლი კობახიძის ხელმოწერის შემდეგ შევიდა. როგორც მთავრობის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება, კამპანია 1 ივნისიდან დაიწყება და 14 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

„დაგეგმილია როგორც კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამები, ასევე სამეცნიერო კონფერენციები და სტუდენტური ექსპედიციები. ღონისძიებები სვეტიცხოვლობის დღესასწაულის ჩათვლით გაგრძელდება. 14 ოქტომბერს დაგეგმილია სიმპოზიუმი თემაზე – „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“, — ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: მშვიდობისა და უსაფრთხოების მთავარი გარანტი ძლიერი, თანამედროვე და მაღალი სტანდარტების ჯარია
შემდეგი სტატიარუბიო: რუსეთ-უკრაინის ომი რომელიმე მხარის სამხედრო გამარჯვებით ვერ დასრულდება, გამოსავალი მხოლოდ მოლაპარაკებებია