ქრისტიანი ადამიანი უარს არაფერზე არ ამბობს, მით უმეტეს ქრისტიანი ექიმი

„წარმოუდგენელია, რომ ექიმმა ვინმეს არ უმკურნალოს“, – ასე უპასუხა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტების კითხვას, „როგორ შეაფასებდა ის ექიმ, დავით ნანობაშვილის განცხადებას, რომელმაც ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ნიკა გვარამია კორონავირუსით დაინფიცირდება, მას არ უმკურნალებს“.

„საერთოდ არ შეიძლება. ასეთი რამ არ არსებობს. წარმოუდგენელია, რომ ექიმმა ვინმეს არ უმკურნალოს. ქრისტიანი ადამიანი უარს არაფერზე არ ამბობს, მით უმეტეს ქრისტიანი ექიმი. მტერი უნდა გიყვარდესოშენი. პაციენტს სახელი და გვარი არ აქვს. პაციენტი პაციენტია. მას სხვა კრიტერიუმი არ სჭირდება. ის არის ავად და ავადმყოფს უნდა უმკურნალო,“ – განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, ერთ-ერთ გადაცემაში, ექიმმა დავით ნანონაბაშვილმა ​ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ ნიკა გვარამია დაინფიცირდება, მას არ უმკურნალებს.

banner
წინა სტატიაშირუსლან აბაშიძე ენგურის ხიდზე მორიგე ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკის სამედიცინო პერსონალს შეხვდა
შემდეგი სტატიაავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ ამსტერდამის რეისის მგზავრთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს