ქორწინების განსაზღვრების საკითხის საორგანიზაციო კომისიაში კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი და რეჟისორი მერაბ თავაძეც არიან

საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობა, რომელიც კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრების საკითხზე იმუშავებს.

კომისიის შემადგენლობას პარლამენტის 81-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ერთ წინააღმდეგი იყო.

კომისიის შემადგენლობაში არიან მანანა კობახიძე (კომისიის თავმჯდომარე), დეპუტატები გუბაზ სანიკიძე, გია ვოლსკი, ეკა ბესელია, გიგა ბუკია, გოჩა ენუქიძე, კახა ოქრიაშვილი, გოგი თოფაძე, ზურაბ ტყემალაძე, გედევან ფოფხაძე, გიორგი ცაგარეიშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე; აგრეთვე, კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი, რეჟისორი მერაბ თავაძე და თსუ-ს კონსტიტუციური სამართლის პროფესორი ნანა ჭიღლაძე.

როგორც ცნობილია, “ქართული ოცნება” გამოვიდა ინიციატვით, რომლის მიხედვითაც, კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ერთობა.

banner
წინა სტატიაში(+ფოტო) მამუკა კუდავა: პარიზის ცნობილ ყოველწლიურ გამოფენაზე აფხაზეთი მონაწილეობს, საქართველო არაა წარმოდგენილი
შემდეგი სტატიაბაია გადაბაძის განცხადებით, მაკა ასათიანი ლევან გაჩეჩილაძესთან მოლაპარაკებებზე უარს აცხადებს