11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 13, 2026
banner

ქორწილში სისხლიანი გარჩევა ე.წ. ქურდული სიმღერის ჩართვას მოჰყვა – მარნეულში მომხდარი დაპირისპირების დეტალები

მარნეულში მომხდარ სისხლიანი გარჩევის საქმეზე  ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ირკვევა, რომ ფიზიკური ანგარიშსწორება მარნეულის ცენტრში, რესტორან “აიდანში”, საქორწინო სუფრაზე დაიწყო.

ტვ პირველის ინფორმაციით, თვითმხილველების თქმით, დაპირისპირებაში ათამდე შეიარაღებული პირი მონაწილოებდა. როგორ ადგილობრივები ამბობენ, დაპირისპირების მიზეზი არასაურველი მუსიკა გახდა, რაზეც პრეტენზია პატარძლის მხარემ გამოთქვა.

საბოლოოდ, ადგილზე პოლიცია იქნა გამოძახებული, თუმცა თითმხილველების თქმით, სამართალდამცველებს არაფერი მოუმოქმედებიათ და ტერიტორია მალევე დატოვეს. სწორედ ამის შემდეგ განახლდა კონფლიქტი, რაც სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა.

როგორც ადგილობრივები  აცხადებენ, დაპირისპირებულ მხარე, რომელსაც პოლიცია ამ დრომდე ეძებდა, ადგილობრივი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები იყვნენ.

“ღამის საათებში მოხდა ჩხუბი რესტორან “აიდანში”. ჩხუბის დროს ჩემი ნათესავი დაზარაებულია, დაჭრილია დანით და როგორც მოწმეებმა აღნიშნეს, იქ იყვნენ კრიმინალური სამყაროს წევრები ქორწილში. ქურდული სიმღერის გამო მოხდა ქორწილში ჩხუბი. ჩემი ნათესავი მორწმუნეა და ქურდული სამყარო და მსგავსი რაღაცეები არ უყვარს. კიდევ ერთი ჩვენი თანასოფლელი თბილისში წაიყვანეს. ძალიან ბევრნი იყვნენ, დაახლოებით რაოდენობა არ მითხრა, რადენნი იყვნენ. დაშავებული აქეთ მხარეს ორზე მეტია”, – ამბობს ადგილობრივი. 

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინიტრომ მხოლოდ ერთი პირის დაკავების შესახებ გაავრცელე ცნობა. უწყების ცნობით 35 წლის კაცის დაჭრისთვის ხელბორკილები 21 წლის ახალგაზრდა კაცს დაადეს.

banner
წინა სტატიაშიფაშინიანი: სომეხთა სამოციქულო ეკლესია გადასახადებს უნდა იხდიდეს
შემდეგი სტატიალევან სამუშია: კორუფცია “ოცნების” საფირმო ნიშანია