“ქორწილიდან ბრუნდებოდნენ, როცა ეს ტრაგედია მოხდა”

რიკოთზე მომხდარმა ავარიამ, რომელსაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სრულიად საქართველო შეძრა. როგორც ცნობილია, მსუბუქი მარკის ავტომობილს გზის საპირისპირო მხარეს მოძრავი ტრაილერი დაეჯახა. გარდაცვლილები ერთი ოჯახის რამდენიმე წევრი და მათი ახლო ნათესავები არიან. მათგან 5 ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი – საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ. მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი გადარჩა, ის ხაშურის საავადმყოფოში მსუბუქი დაზიანებებით შეიყვანეს და მალევე გაწერეს.
ავარიის დროს, ავტომანქანაში ქანთარიების და ვაჩანძეების ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. გარდაცვლილები არიან ახალგაზრდა და-ძმა როლანდ და მზიკო ქანთარიები, ასევე როლანდ ქანთარიას მეუღლე ვიკა ლეჟავა, მათი მცირეწლოვანი გოგონა ბარბარე და მათი ნათესავები, დედა-შვილი ნონა და გიორგი ვაჩანძეები. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ისინი დასავლეთ საქართველოში ნათესავის ქორწილში იმყოფებოდნენ და ავარია სწორედ იმ დროს მოხდა, როდესაც თბილისში ბრუნდებოდნენ.

გარდაცვლილები უახლოესი ნათესავები არიან. ისინი დასავლეთში იყვნენ ქორწილში და თბილისში ბრუნდებოდნენ. აფხაზეთიდან დევნილები არიან და თბილისში ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ. და-ძმა, მზიკო და როლანდი ბებიამ გაზარდა, დედა არ ჰყავდათ. როლანდს და ვიკას კიდევ ერთი შვილი ჰყავთ რომელიც უბედური შემთხვევის დროს თბილისში ბებიასთან იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშიმამა სერაფიმე: „როდესაც კრემლში გამოსვლის საკითხი დადგა, უარი ვთქვი“
შემდეგი სტატიაკარმენის პრემიერას ბელგიაში მეფე და დედოფალი დაესწრო