“ქორთიარდ მარიოტში” კონფერენცია – “მთავრობის როლი ეკონომიკური ზრდის მიღწევაში” მიმდინარეობს

სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და დარგობრივი კომიტეტების თანამშრომლობით საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით “მთავრობის როლი ეკონომიკური ზრდის მიღწევაში” მიმდინარეობს.

კონფერენციაზე მთავარ მომხსენებლად მოწვეულია ტალინის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი და ნორვეგიის კვლევების ინსტიტუტის წამყვანი მკვლევარი ერიკ რეინერტი. კონფერენციაზე ასვევ მოხსენებით წარსდგება პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და ნორვეგიის სამეფოს ელჩი საქართველოში ვეგარდ სტენსრუდი.

კონფერენციას საქართველოს ინდუსტრიული პოლიტიკის ჯგუფის ექსპერტებიც ესწრებიან. კონფერენცია საქართველოსა და ნორვეგიის ხელისუფლებათა სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში იმართება, რომლის მიზანიც საქართველოსთვის ნორვეგიული გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაა.

banner
წინა სტატიაში“ეს ამბავი შესაძლოა სუს-ის ფაბრიკაციაა”- გიორგი კანდელაკი ტერორიზმის საქმეზე
შემდეგი სტატია“ახლო მომავალში გახდება ცნობილი, საიდან იღებდნენ დავალებებს ტერაქტის მომზადებაში ბრალდებულები”