28.4 C
Tbilisi
პარასკევი, აგვისტო 7, 2026
banner

“ქონების კაპიკებში დათმობას მთხოვდნენ”- აქტივისტის სკანდალური განცხადება სენაკიდან

აქტივისტი აპოლონ (გიგა) გარუჩავა „თაიმერთან“ საუბრისას აცხადებს, რომ სენაკის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, მატატო გვიჩიას ოჯახი მასზე ზეწოლას ახორციელებს, რათა საკუთარი ქონება „კაპიკებში“ დათმოს.

გარუჩავას მტკიცებით, მას შემდეგ, რაც წინადადებაზე უარი განაცხადა, მის მიმართ სხვადასხვა სახის შევიწროება დაიწყო, რათა ქონება ყურაშვილების ოჯახისთვის გადაეფორმებინა. აქტივისტი ამბობს, რომ მისთვის სამშენებლო ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციას მიზანმიმართულად არ გასცემენ. პროცესში, მისივე თქმით, ჩართულები არიან სენაკის მერი, მისი მოადგილე, ასევე მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურები.

„სენაკის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, მატატო გვიჩიას ოჯახმა რამდენჯერმე შემომითვალა, ჩემი ქონება მათთვის კაპიკებში მიმეყიდა, რაზეც უარი ვუთხარი. ამის შემდეგ აღნიშნულ ქონებაზე სხვადასხვა სახის შევიწროება დაიწყო. სამშენებლო ნებართვისთვის საჭირო საბუთებს არ მაძლევენ, რათა მაიძულონ, ქონება ყურაშვილების ოჯახს დავუთმო.

ამ ბიზნესტერორში ჩართული არიან მერი, მისი მოადგილე და მერიის შესაბამისი სამსახურები. აქვე განვმარტავ, რომ მატატო გვიჩიამ ორჯერ შემახსენა მათი შემოთავაზება და ქონების განადგურებითაც დამემუქრა. ამ ფაქტებზე პროკურატურა დუმს“, – აცხადებს გარუჩავა.

„თაიმერი“ კომენტარისთვის სენაკის საკრებულოს პრესსამსახურს დაუკავშირდა. მათი ცნობით, მატატო გვიჩიამ აღნიშნულ ბრალდებებზე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

banner
წინა სტატიაში“ქალებზე ძალადობას ვგმობთ, მაგრამ”- ნანუკა ჟორჟოლიანი
შემდეგი სტატიათელავის მუნიციპალიტეტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებული გიორგი ჭიღლაძის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს