15.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 15, 2026
banner

“ქოცური კვლევა” – ვინ როგორ აფასებს “იმედის” დაკვეთით, “გორბის” მიერ ჩატარებულ კვლევას

“ბიძინამ „გეგმა ბ“ აამუშავა და ეს არის სისტემური ოპოზიციის შექმნა „ლელო“/გახარიას სახით – მერე საპარლამენტოსაც დანიშნავს და საკონსტიტუციოს აიღებს”,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით „გორბის“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს ეხმიანება. როგორც წითლიძე აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილმა „გამოაქვეყნა ის, რასაც თავად დააწერინებს ცესკო-ს, როდესაც დასჭირდება“.

„გორბი” პირველ რიგში აყალბებს „ქართული ოცნების” რეიტინგს, რომელიც მარცხისთვისაა განწირული. სინამდვილეში, თბილისში „ოცნებას” 24% აქვს, რეგიონებში კი საშუალოდ 31%, – ასე ეხმაურება პარტია „ლელოს“ გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით „გორბის“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს. მისი თქმით, „ოცნება” წაგებული პარტიაა.

ოპოზიციის საპირისპირო დამოკიდებულება და შეფასებები აქვს მმართველ პარტიას, მაგალითადდ, შალვა პაპუაშვილს, რომელიც ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა, საპარლამენტო არჩევნების ისტორიული შედეგის შემდეგ, კიდევ უფრო გაიზარდა, – ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე „გორბის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს. როგორც პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ეს არის ხალხის პასუხი მათთვის, ვინც ქვეყნის სამსახურს – მონობას ამჯობინებს.

„ქართული ოცნების“ მხარდაჭერა, საპარლამენტო არჩევნების ისტორიული შედეგის შემდეგ, კიდევ უფრო გაიზარდა.

ამომრჩევლების 63%-ს აქვს ნდობა არჩევნების მიმართ, 56,2% კი მხარს „ქართულ ოცნებას“ უჭერს.

ეს არის ქართველი ხალხის პასუხი მათთვის, ვინც ქვეყნის სამსახურს – უცხოს მონობას, ეროვნულ ინტერესს – სხვისი დროშის ფრიალს, სიყვარულს – ზიზღს და ძალადობას ამჯობინებს.

ქართველ ხალხს სურს მშვიდობა და არა ომი, განვითარება და არა ნგრევა, ქვეყნის გამთლიანება და არა შუღლი, ეროვნული ინტერესებით მოქმედება და არა შეშლილი სამყაროს ისტერიაში სხვის მარიონეტად ყოფნა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, „გორბმა“ ტელეკომპანია „იმედის” დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა. კვლევის თანახმად, კითხვაზე, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 56,2% -მა „ქართული ოცნება“ დაასახელა.

გამოკითხულთა 10,7% „ლელო – ძლიერ საქართველოს“ ასახელებს;

10% – „გახარია საქართველოსთვის“;

9,5% – „კოალიცია ცვლილებებისთვის“, გვარამია, მელია, „გირჩი“, „დროა“;

7,5% – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;

3,2% – „გირჩი“;

1,8% – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“;

1,1 % – სხვა პარტიები.

banner
წინა სტატიაშიუკრაინელმა ჰაკერებმა “აეროფლოტის” საინფორმაციო სისტემა “გაჭედეს” – ასობით რეისი გადაიდო
შემდეგი სტატიამერაბიშვილის ზონდერებს მამუკა მდინარაძე აწინაურებს?!