ქოცპროპაგანდისტული მედიის დიდი შემოსევაა სტრასბურგში – სამადაშვილი

ქოცპროპაგანდისტული მედიის დიდი შემოსევაა სტრასბურგში – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის გადაბარებას ეხმიანება.

„ქოცპროპაგანდისტული მედიის დიდი შემოსევაა სტრასბურგში. ევროსაბჭოს თავმჯდომარე ვხდებით-F-ს G მოსდევს ლათინურ ანბანში, ამიტომ France-ს-Georgia. ემზადებიან, აბა საფრანგეთის შემდეგ რომ საქართველოა, ანბანის მიხედვით და მრავალი წლის წინ, სისხლიანი 9 წლის დროს, ქართული ჯიხური რომ დაიდგა აქ საშობაო ბაზრობაზე, ამას სათანადო აღნიშვნა ხომ უნდა“, – წერს სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.

საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა 27 ნოემბრიდან 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით იქნება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას, ეძლევა შესაძლებლობა, საკუთარი დღის წესრიგი საერთაშორისო პარტნიორებს გააცნოს
შემდეგი სტატიასტრასბურგში ქართული ანბანით გაფორმებული ტრამვაი იმოძრავებს