„ქოცნების“ ციციკორეებო, ყურადღებით წაიკითხეთ!

გურიასა და დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობაა.

წესიერ ქვეყნებში ასეთ ამინდს ისინი, ვისაც ხალხზე ზრუნვა კანონით ევალებათ, მომზადებულნი ხვდებიან.

ჩვენთან? ჩვენთან კი, მიუხედავად იმისა, რომ დიდთოვლობას სამი ადამიანი ემსხვერპლა, ვინმე შალვა პაპუაშვილი, რომელიც თავს პარლამენტის თავმჯდომარეს ეძახის, ამბობს, „სტიქია, რა, თოვლი არის“.

სხვა „ქოცებიც“ გაიძახიან, რა მოგივიდათ, ზამთარი თოვლის გარეშე ვის გაუგია, დიდი თოვლი ადრეც მოდიოდა, მაგრამ სოფლებში ხალხი დახმარებას მთავრობას კი არ სთხოვდა, თავად ირჯებოდაო.

თავი გავანებოთ იმას, რომ „ქოცების“ ლოგიკა, როგორც წესი, მარაზმია, მაგრამ ახლა იმათ ლოგიკას „მივხედოთ“, ვინც გაიძახიან, აი, თოვლი ადრეც მოდიოდაო.
დიახ, თოვლი ყოველთვის მოდიოდა, მაგრამ იცით, რა განხსვავებაა ადრინდელ და ახლანდელ დიდთოვლობას შორის?

ადრე სოფლებში ხალხი იყო, ახლა? ახლა, „ოცნების“ პოლიტიკის გამო, სოფლები დაცლილია, ანუ სოფლებში უმეტესად ქალები და მოხუცები არიან.
ჯანღონით სავსე მამაკაცები ან ლუკმა პურის საშოვნელად თავიანთ სახლებს მოწყვეტილნი არიან ან ვინც ადგილზეა, დროს „წამლით“ კლავს და სახურავების გადათოვის კი არა, უმეტესად გადაადგილების თავიც არ აქვს.

ასე რომ, „ქოცნების“ ციციკორეებო, სანამ ვინმესთვის მორალის წაკითხვას დაიწყებთ, ჯერ საკუთარ „ქოცნებას“ მოსთხოვეთ პასუხი, რაც ქვეყანაში ხდება!

ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშითიბისი კაპიტალი Global Finance-მა, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ობლიგაციების გამოსაშვებად – საუკეთესო ბანკად, საქართველოში კი საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
შემდეგი სტატიაკობახიძე: სტიქიაზე სპეკულაცია მიუღებელია, მათ შორის ამიტომაა მედიის საკითხი დასარეგულირებელი