5.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მარტი 16, 2026
banner

“ქოცებს” განვხილავ პოლიტიკურ პატიმრებად” – ნიკა გვარამია “ოცნების” მაღალჩინოსნებზე

“პირდაპირ გეტყვით, მათ განვხილავ პოლიტიკურ პატიმრებად”, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა, ნიკა გვარამიამ, “ქართული ოცნების” წევრ, თუ მხარდამჭერ პატიმრებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც გვარამიამ საპატიმროს დატოვების შემდეგ განაცხადა, “ოცნების” ხელისუფლების პირობებში ადამიანს სამართალი არც ღირსებია და არც ეღირსება.

“აქ, ვინც ქოცები არიან ახლა, თუ უკვე აღარ არიან ქოცები, მაგრამ ყოფილი თანამდებობის პირები, მე პირდაპირ გეტყვით, მათ განვხილავ პოლიტიკურ პატიმრებად იმიტომ, რომ პოლიტიკური პატიმრობა იზომება იმით, ადამიანმა ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება. პოლიტიკური პატიმრობის მთავარი საზომი არის ის, რომ ადამიანს არ ღირსებია და არც ეღირსება ამ ხელისუფლების პირობებში თავისუფალი სასამართლო. აქ მჯდომ ქოცებსაც არ ღირსებიათ თავისუფალი სასამართლო და არც ეღირსებათ. რეჟიმს პოლიტპატიმარი სჭირდება კი არა, საწვავია მათთვის რეალურად, იმიტომ, რომ შიშია ამათი მთავარი საწვავი. ჩვენ თუ ვპროვოცირებთ ამ შიშს, გვეშინია და ა.შ, ეს არის ერთადერთი საწვავი, რომელსაც თავის დანგრეულ ავტომობილში ისინი ასხამენ, თუ ეს არ იქნება გინდა პოლიტპატიმრების დამატების გამო არ შეგვეშინდება, გინდა სხვა რაღაცების გამო, გინდა იმ კანონების გამო, ეს საწვავი უბრალოდ არ იარსებებს და მათი ეს დრანდულეტი ვერ დაიძვრება წინ პირიქით, ჯართში იქნება ჩაბარებული”, – თქვა გვარამიამ.

banner
წინა სტატიაშიანაბარი – „საერთო მიზანი“ მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული თიბისის ინოვაციური პროდუქტი
შემდეგი სტატიანიკა გვარამიას პირველი პოლიტიკური განცხადება: “ერთად უნდა გვხედავდნენ, ერთად უნდა ვმოქმედებდეთ, ერთად უნდა ვამარცხებდეთ”