17.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 18, 2026
banner

“ქოცების ფარისევლობა და ოპოზიციის დუმილი” – სააკაშვილი თელავში მომხდარ სტიქიაზე

“ქოცებს აქამდე მწარედ ხვდებოდათ გულზე ჩემი კადრები, რომელიც ასახავს თუ როგორ ვეხმარებოდი ხალხს წყალდიდობის დროს. ხოდა ჩემს მისაბაძად და საკუთარი მონაწილეობის კადრების ჩასაწერად გაცვივდნენ თელავში, მაგრამ ჩემი მიბაძვა თუ მართლა სურთ ივანიშვილს ზოოპარკის ბინადრებს უნდა მომბაძონ მთავარში – არ მოიპარონ და ქრთამი არ აიღონ, მაგრამ მაშინ ხომ ქოცები აღარ იქნებიან.

არადა აქ მოიპარეს ფული, რომელიც გამოყოფილი იყო დამბების გაწმენდაზე და აიღეს ქრთამები სამშენებლო ნებართვის გაცემაზე, იქ სადაც მშენებლობა არ შეიძლება.
ვინაიდან, ამასთანავე უვიცები არიან, უბრალოდ ვერ გათვალეს, რომ სამშენებლო ნორმების დარღვევა შეიცავდა რეალურ საფრთხეს. აი ასე კორუფცია, უვიცობა და ესე იგი ქოცობა საშიშია თქვენი ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის.
ამავე დროს არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა ოპოზიციის მიერ თავისი როლის არ შესრულებას. ის, რომ მშენებლობები საფრთხეს შეიცავდა მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის დიდი ხანია ცნობილი იყო. რატომ არ ატეხეს მანამდე ერთი ამბავი რატომ დაელოდნენ, რომ უბედურება მომხდარიყო და შემდეგ სატელევიზიო კომენტატორებად?
თავის დროზე ნაცმოძრაობა შეიქმნა, მათ შორის უკანონო მშენებლობებზე და ეკოლოგიის დაზიანებაზე რეაგირებისთვის ახლა კი ჯერ კიდევ ტელესტუდიებიდან კომენტარებით ვიფარგლებით. მე ეს არ მომწონს და ჩვენ ამას ვცვლით.

ამავე დროს გამაოგნებელია დიქტატორის მსახურების თავხედობა – ისე ნერვის გატოკების გარეშე ამბობენ სამშენებლო ნებართვები არასწორად გაიცაო, გეგონება მაშინაც ივანიშვილის ხალხმა არ გასცა ის ნებართვები და ახლაც ივანიშვილის დავალებით არ გაიცა “არაბული ქალაქების” ნებართვები, რომლებიც კატასტროფულ საფრთხეს უქმნიან ეკოლოგიას და მოსახლეობას”,_ წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაში“ეს კლანური დაპირისპირებაა და არა კორუფციასთან ბრძოლა”– თაზო დათუნაშვილი
შემდეგი სტატია“ეუთო-ს ბასტიონიც დაეცა და გლობალური ომის პარტიის გავლენის ქვეშ მოექცა” – არჩილ გორდულაძე