11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 13, 2026
banner

“ქოცების ერთმა ფლანგმა დაასამარა მეორე ფლანგი”- რომან გოცირიძე

“რაც კობახიძემ ილაპარაკა ფასების ზრდის მიზეზებზე, ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა. სწორედ მის პრეზენტაციას მოჰყვა სუსის კომისიის შექმნა, რომელიც საბოტაჟზე თუ დივერსიაზე ეჭვების გამო შეიჭრა სავაჭრო ობიექტებში, ამოიღო დოკუმენტები, რასაც მოჰყვა პარლამენტის კომისიის შექმნა და ამ კომისიამ რა დაასკვნა?

1. ამ სფეროში ჯანსაღი კონკურენცია არსებობს და არ ხდება არავითარი გარიგებებიო;

2. არავითარი ზემოგება არ არსებობს, იმდენი აქვთ მოგების მარჟა, რამდენიც არის მიღებული საერთაშორისო დონეზეო.

ქოცების ერთმა ფლანგმა დაასამარა მეორე ფლანგი.

ფასები არ იზრდებაო, ამას ხომ ვერ დაწერდნენ და რადგან იზრდება, ამ დასკვნიდან გამოდის, რომ ეს მთავრობის ბრალია და არა ბიზნესის.

კომისიამ ფასების ზრდაში სახელისუფლებო ბიზნესის როლზე მთლიანად დახუჭა თვალი. ეს უკვე “ოცნების” შიდაპოლიტიკურ ძალთა განლაგებაზე მიუთითებს. სასაცილოდ გამოიყვანეს მთავრობა, რომლის გათვლები და ცხრილები სანაგვეში მოისროლეს.

ახლა სცენაზე ივანიშვილის გამოსვლის დროა-ან უნდა თქვას, ფასები არ იზრდება, გეჩვენებათო, ან რომელიმეს მხარე უნდა დაიჭიროს.

საბოლოოდ ამ ფორმით მიიღებს თუ არა პარლამენტი დასკვნას, ამას მალე ვნახავთ. როგორადაც უნდა ჩაასწორ-გადაასწორონ, ფაქტი ერთია-მთავრობა პროვოკატორ-დამნაშავედ გამოიყვანეს.

თითოეული აბზაცის ირგვლივ ბრძოლა გაიმართება, გადარჩენის ბრძოლა”,_  წერს სოციალურ ქსელში რომან გოცირიძე.

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა საპარლამენტო კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა. კომისია პარლამენტში თებერვალში 3-თვიანი უფლებამოსილების ვადით შეიქმნა და 11 სხდომა გამართა. დასკვნით სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა თქვა, რომ ძირითადი პრობლემა არა გადაჭარბებულ მოგებაში, არამედ არაეფექტურ საოპერაციო ხარჯებშია. მან ასევე თქვა: ” ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ხელისუფლებამ მცირე და საშუალო მწარმოებლის მხარდაჭერა სპეციალური პროგრამებით გააძლიეროს… რიგი კომერციული ხარჯები უნდა შემცირდეს ან გაუქმდეს

2025 წლის 24 დეკემბერს კობახიძემ გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც ამბობს, რომ “საქართველოში სურსათი უფრო ძვირია, ვიდრე ევროპაში… ჩნდება ეჭვი, რომ ბაზრის მოთამაშეები კარტელური პრინციპით მუშაობენ”. ამავე მიმართვაში კობახიძემ შსს-ს მოუწოდა, რომ მარკეტებისა და სადისტრიბუციო კომპანიების საკითხები შეისწავლოს. 22 იანვარს კი სუს-ი ქსელურ მარკეტებში შევიდა და დოკუმენტაციები მოითხოვა. 4 თებერვალს ირაკლი კობახიძემ ფასებთან დაკავშირებით თქვა ” ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შემცირდეს ფასები, ხელისუფლება და ბიზნესი ერთად უნდა დავსხდეთ, რომ გამოვძებნოთ ფასების შემცირების გზები, ვფიქრობ, ეს მიღწევადია”.

banner
წინა სტატიაშისკოლის მოსწავლეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ – გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ეზიზღება ქუთაისი, მან წაართვა ქუთაისს ყველანაირი პერსპექტივა