ქობულიამ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა

საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. მარიამ ქვრივიშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე კონკურსის წესით შეირჩა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი დღეს ადმინისტრაციის თანამშრომლებს და მედიის წარმომადგენლებს წარუდგინა.

მარიამ ქვრივიშვილს დამთავრებული აქვს შავი ზღვის საერთაშოროსო უნივერსიტეტის მარკეტინგის და ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტი და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის მართვა, ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტი. მას ტურიზმის სფეროში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში. მარიამ ქვრივიშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის ლექტორია.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში, მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს
შემდეგი სტატია“მინისტრის საათი“ პარლამენტში – 11 მინისტრის გრაფიკი