ქობულეთში, ზღვაში რუსეთის მოქალაქე ქალი დაიხრჩო

ქობულეთში, ზღვაში 40 წლამდე ასაკის ქალი დაიხრჩო. გარდაცვლილი, სავარაუდოდ, რუსეთის მოქალაქეა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. ადგილზე სამართალდამცველები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

 

წყარო www.ipn.ge

banner
წინა სტატიაშიგერმანიაში, საჭესთან ჩადრით ან ნიღბით ჯდომა აიკრძალა – ჯარიმა 60 ევროა
შემდეგი სტატიახანძრის ჩაქრობას წაღვერის რაიონში დილიდან რამდენიმე ვერტმფრენი ცდილობს