ქობულეთში სოფელ მუხაესტატეს პოლიციის უფროსი მოკლეს

მკვლელობა ქობულეთში – მოკლულია სოფელ მუხაესტატეს პოლიციის უფროსი ბუტა ანთაძე.
პოლიციის უფროსი ერთმა პირმა მაშინ დაჭრა, როდესაც სოფელი ცეცხლაურის გავლით ბიძინა ივანიშვილის ხის ტრანსპორტირება მიმდინარეობა. ადგილობრივების თქმით, პოლიცია ხის გადატანის პროცესს აკონტროლებდა, რა დროსაც პოლიციის თანამშრომელს ზურგიდან მიეპარა და სასიკვდილო დაზიანება მიაყენა.
მუხაესტატეს პოლიციის უფროსი, ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. სამართალდამცველი გამთენიისას გარდაიცვალა.
27 წლის მამაკაცი, რომელმაც ქობულეთში პოლიციის უფროს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა დაკავებულია. ის წარსულში წვრილმანი ხულიგნობისთვის არის ნასამართლევი.
მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული.

banner
წინა სტატიაშიკიმ ჩენ ინისა და დონალდ ტრმაპის შეხვედრის ხარჯები დაითვალეს
შემდეგი სტატიავანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმე – ომბუდსმენი შსს-გან გამოძიების დაწყებას ითხოვს