ქობულეთში, სასტუმროების მეპატრონეებმა მერიასა და “ოცნების” ოფისს შორის ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს

ქობულეთში, კერძო და საოჯახო სასტუმროების მეპატრონეები მორიგ აქციას მართავენ. მათ ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს ქობულეთის მერიის შენობასა და ქართული ოცნების ოფისს შორის.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ტურისტული სეზონი ქობულეთში ჩავარდა, რის გამოც ვერ იხდიან ბანკის ვალებს და ხელისუფლებას სთხოვენ, უშუამდგომლოს ბანკებთან, რომ გამოცხადდეს მორატორიუმი.

აქციის მონაწილეებს ქობულეთის მერი შეხვდა. მისი განმარტებით, ამ საკითხის შესწავლა მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე შსს-ს მიმართავს
შემდეგი სტატიადეკანოიძე – ყოველთვის მომხრე ვარ, რომ მეტი ქალი მოვიდეს პოლიტიკაში