ქობულეთში “ქართული ოცნების” ოფისთან ბანკებისგან დაზარალებული მოსახლეობა აქციას მართავს

region
ავტ.: region ოქტომბერი 9, 2020 15:32

ქობულეთში “ქართული ოცნების” ოფისთან ბანკებისგან დაზარალებული მოსახლეობა აქციას მართავს

ამ წუთებში ქობულეთში გადაკეტილია ცენტრალური – აღმაშენებლის ქუჩა.

საპროტესტო აქციას ბანკისგან დაზარალებულები მართავენ. აქციის მონაწილეებისმთავარი მოთხოვა საბანკო ვალდებულებების გადავადება, პროცესის გაყინვა და შეღავათიანი კრედიტების აღებაა.

ამ მოთხოვნებით ქობულეთელები უკვე მე-12 აქციას მართავენ. ისინი “ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ, შემდეგ კი გზა გადაკეტეს და მოითხოვენ, რომ ხელისუფლებამ მათ კონკრეტული პასუხი გასცეს, როდის მოგვარდება მათი პრობლემები.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ტურისტული სეზონი ჩავარდა, რის გამოც ისინი საბანკო ვალდებულებებს ვერ იხდიან. შეკრებილთა შორის არიან, როგორც საოჯახო სასტუმროების, ისე კაფე-ბარებისა და რესტორნების მეპატრონეები.

აქციას პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

region
ავტ.: region ოქტომბერი 9, 2020 15:32