ქობულეთში, პოლიციის შენობის წინ ადამიანი დაჭრეს

დღეს დილით ქობულეთში, სოფელ მუხაესტატეში, პოლიციის შენობის წინ, ერთი ადამიანი დაჭრეს – ინფორმაციას “TV 25” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ინციდენტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო ეკიპაჟის რამდენიმე მანქანა.

გამოძიება შსს-მ სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიტიკარაძე – გუშინ მიღებული გადაწყვეტილებებით, ჩვენი მოლოდინია, რომ ორი კვირის მანძილზე შევძლებთ და დავასტაბილურებთ ინფექციის გავრცელების რაოდენობას
შემდეგი სტატიაიმნაძე – ჩემი პირადი აზრია, რომ გარკვეული პროფესიული ჯგუფებისათვის ვაქცინაცია უნდა იყოს სავალდებულო