“ქობულეთში პარტია “ბედნიერი საქართველოსთვის“ გაიმარჯვებს” – პარტია კვლევის შედეგებს ავრცელებს

სოციოლოგიური კვლევის თანახმად, „ქართული ოცნება“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და “ბედნიერი საქართველოსთვის“ ქობულეთის მუნიციპალიტეტში ხუთპროცენტიან ბარიერს გადალახავენ.

 

მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, რომლებიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე ჩატარდება, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამოკითხული მაცხოვრებლების უმრავლესობა მხარს უჭერს პარტიას „ბედნიერი საქართველოსთვის“.
ამის შესახებ სოციოლოგიური კომპანიის „აცეტე“–ზე დაყრდნობით, პარტიის პრესსამსახური იტყობინება. კვლევა ჩატარდა 2016 წლის მარტში, რომლის დროსაც ქობულეთის მუნიციპალიტეტის 1000 მაცხოვრებლის გამოკითხვა მოხდა.
ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ქობულეთის გამოკითხული მაცხოვრებლების ნახევარზე მეტი (54%) და მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებული პუნქტების გამოკითხული რესპონდენტების (50%) ამ პოლიტიკური მოძრაობის მიმართ საერთო მხარდაჭერას გამოხატავს. არჩევნებში მზად არის პარტია „ბედნიერი საქართველოსთვის“ მხარი დაუჭიროს გამოკითხული ქობულეთელების 52%, ხოლო მუნიციპალიტეტის გამოკითხული რესპონდენტების 36 %. დაახლოებით ამდენივე რესპონდენტი ელოდება ამ მოძრაობის პოლიტიკურ წარმატებას. პარტიის წარმატების არ სჯერა გამოკითხულთა მეოთხედზე ნაკლებს.
„ჩვენ არ გვყავს მტრები პოლიტიკაში და პოლიტოკოსებს შორის. ეს პრინციპულია! ჩვენ ხელისუფლებისთვის ვიბრძოლებთ, მაგრამ ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, ევროპული მეთოდებით, ინტრიგების და პროვოკაციების გარეშე. ჩვენ გვესმის, რაში მდგომარეობს საქართველოს მოსახლეობის პრობლემები და ვიცით, როგორ უნდა გადავწყვიტოთ ისინი. დარწმუნებული ვარ, პროგრესულად და პატრიოტულად განწყობილი მოქალაქეები მხარს დაგვიჭერენ“, – აცხადებს „ბედნიერი საქართველოსთვის” ლიდერი ლეონიდ ჩერნოვეცკი.
ქობულეთში ყველაზე ცნობილი პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნებაა“. კვლევის ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილი კი ეხება იმას, რომ შეფასებების რეიტინგში პარტიამ „ბედნიერი საქართველოსთვის“ მეოთხე
მუნიციპალიტეტში რეკრეაციული და სპორტული ობიექტების რეკონსტრუქცია ან აშენება (14% და 5% შესაბამისად); პარტია შეძლებს ქალაქის და მიმდებარე სოფლების გაზიფიკაციის უზრუნველყოფას (12% და 72% შესაბამისად) და ასევე წყალმომარაგების პრობლემის გადაჭრას (6% და 16% შესაბამისად).
მოსახლეობის აზრის გამოკითხვა ქობულეთის მუნიციპალიტეტში ჩატარებული წინასაარჩევნო კვლევის ფარგლებში მიმდინარე წლის მარტში ჩატარდა. პირადი გამოკითხვის მეთოდით 1000 ადამიანი გამოიკითხა, რისთვისაც განახლებული საარჩევნო სიები იყო გამოყენებული.
2)ქობულეთის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლები უმეტესად ენდობიან პარტიის ”ბედნიერი საქართველოსთვის” ლიდერს ლეონიდ ჩერნოვეცკის, ბევრი კი მას მომავალ პრეზიდენტად მიიჩნევს – გამოკითხვა
საკმაოდ საინტერესო შედეგი, წინასაარჩევნო კვლევის ფარგლებში, რომელიც ჩაატარა სოციოლოგიურმა კომპანია ”აცეტე”-მ, გამოვლინდა პრეზიდენტობის შესახებ კითხვასთან დაკავშირებით, დღეს რომ ჩატარებულიყო რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები, მოქმედი პრეზიდენტი გ. მარგველაშვილი მიიღებდა ხმების 14 % ქობულეთში და 10 % – მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებულ პუნქტებში. მეორე ადგილზე ქობულეთის მუნიციპალიტეტში არის პარტია ”ბედნიერი საქართველოსთვის” ლიდერი ლეონიდ ჩერნოვეცკი – 13% და 6% ამომრჩევლების შესაბამისად. საქართველოს ექს-პრეზიდენტს მზად არის მხარი დაუჭიროს ქობულეთის ამომრჩევლების 10 % (22 % – სხვა დასახლებულ პუნქტებში). ირაკლი ალასანიას მზად არის მისცეს ხმა ამომრჩევლების 9 %. ბ. ივანიშვილის მხარდაჭერა შეადგენს 9 % და 8 % შესაბამისად. გ. კვირიკაშვილი მიიღებდა ხმების 8 % და 7 %.
როგორც კვლევის ანალიზის შედეგად ჩანს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მხრიდან დიდი ინტერესი და ნდობის მაღალი დონე არსებობს ახალი პოლიტიკური ლიდერის – ლეონიდ ჩერნოვეცკის მიმართ და იმ პოლიტიკური ძალის მიმართ, რომელსაც ის ხელმძღვანელობს. მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე მზად არის მხარი დაუჭიროს მოძრაობას ”ბედნიერი საქართველოსთვის” ქობულეთის მოსახლეობის 52 % და მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებული პუნქტის 36 %. პოლიტიკური მოძრაობის წარმატებას ელოდება გამოკითხულთა 50 % და 36 % შესაბამისად.
ქობულეთის გამოკითხულ მაცხოვრებელთა 78 % დადებითად არიან განწყობილი პარტია ”ბედნიერი საქართველოსთვის” ლიდერის მიმართ. ლეონიდ ჩერნოვეცკის, რომელის ხელმძღვანელობს მოძრაობას ”ბედნიერი საქართველოსთვის” უფრო ენდობა გამოკითხულთა 51 %, მთლიანად ენდობა – 27 %, არ ენდობა – 21 %. გამოკითხულთა მხოლოდ 1 % არ იცნობს ლეონიდ ჩერნოვეცკის.
ჩერნოვეცკის და მისი მოძრობის ”ბედნიერი საქართველოსთვის” მხარდაჭერის სწრაფ ზრდას, რომელმაც უკვე გაუსწრო ბევრ ძველ საპარლამენტო პარტიას,  სოციოლოგები ხსნიან ხარისხობრივად კარგი ახალი პოლიტიკური ძალების მოთხოვნილებით. ახალი პარტიის იდეებმა და ინიციატივებმა უკვე მოიპოვეს გამოხმაურება ამომრჩეველთა შორის, რითიც აიხსნება ასეთი შედეგი და პარტიის ”ბედნიერი საქართველოსთვის” და მისი ლიდერის რეიტინგის მუდმივი ზრდის ტენდენცია. ასევე, კვლევის თანახმად, ქობულეთის გამოკითხული მაცხოვრებლების 40% და მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლების 43% მზად არის ხმა მისცეს მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე იმ კანდიდატებს, რომლებიც თავის საქმიანობაში წარმატებელები არიან და შეუძლიათ გახდნენ წარმატებული დეპუტატები.
3) ქობულეთის მაცხოვრებლების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მოვლენები არასწორი მიმართულებით ვითარდება და მთავარ პრობლემად უმუშევრობას მიიჩნევენ – კვლევა
სოციოლოგიური ჯგუფის ”აცეტე“-ს მიერ ქობულეთის მუნიციპალიტეტში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკვლევის შედეგად გაირკვა ადგილობრივი მოსახლეოების მოლოდინი და განწყობა ქვეყნის მთავარი პრობლემების მიმართ და მოსახლოების მატერიალური მდგომარეობის მიმართ, რაც დღეს არსებობს.
ქობულეთის მაცხოვრებლების უმრავლესობას (59 %) მიაჩნია, რომ ქვეყანაში მოვლენები არასწორი მიმართულებით ვითარდება. გამოკითხვის მონაცემებით ქობულეთის მაცხოვრებლების მხოლოდ 7 % (მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებულ პუნქტებში – 10 %) გამოთქვეს მოსაზრება, რომ ქვეყანაში მოვლენები ვითარდება ცალსახად სწორი მიმათულებით, 12 %-ს გაუჭირდა პასუხის გაცემა. რესპონდენტების კიდევ 22 % მიაჩნია, რომ ქვეყანაში სიტუაცია, ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება. ამასთან ერთად, ქობულეთის მაცხოვრებლების 38 % მიაჩნია, რომ ბოლო დროს ქვეყანა ვითარდება, ძირითადად არასწორი მიმართულებით, 21 %  – ცალსახად არასწორი მიმართულებით. მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებულ პუნქტებში შედეგმა შეადგინა 35 % და 26 % შესაბამისად.
გამოკითხულ რესპონდენტთა მესამედს (33 %) მიაჩნია, რომ მათი ოჯახების მატერიალური მდგომარეობა უახლოეს ერთ წელიწადში არ შეიცვლება. მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებულ პუნქტებში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია – 43 %. გარდა ამისა, 8 % შეადგენს იმათ რიცხვს, ვინც ელოდება, რომ მათი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა მეტნაკლებად გაუარესდება. კიდევ 4 % თავისი კეთილდღეობის მკვეთრ გაუარესებას ელოდება (6 % – სხვა დასახლებულ პუნქტებსი).
ქობულეთში რესპონდენტების წილმა, ვინც  უახლოეს ერთ წელიწადში მატერიალური მგომარეობის მეტნაკლებად გაუმჯობესებას ელოდება, შეადგინა 29 %, გაცილებით გაუმჯობესებას – 4 %. კიდევ 22 % გაუჭირდა პასუხის გაცემა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების 70 % მიაჩნია, რომ დასაქმება და უმუშევრობა ქვეყნის საკვანძო პრობლემებია.
გამოკითხვის დროს რესპონდენტები სხვა ეკონომიკურ პრობლემებსაც ასახელებდნენ. კერძოდ, ფასების ზრდა ქობულეთის მაცხოვრებლების 17 % აღნიშნა და მიმდებარე სოფლებში 23 %. ინფლაციის საკითხებს – 16 % და 10 % შესაბამისად. დაბალი ხელფასები და სიღარიბე – რესპონდენტბის 9 % და 6 %. ასევე, სხვა დანარჩენთან, ადგილობრივმა მოსახლეობამ გაიხსენა ისეთი საკვანძო პრობლემებიც ქვეყანაში, როგორიცაა პენსიები – 6 %, ჯანდაცვა – 5 %, ტერიტორიული მთლიანობის საკითები (2 %) და მათთან დაკავშირებული ურთიერთობა რუსეთთან (8 %).
ასევე ცნობილი გახდა, რომ ქობულეთის მოსახლეობის სამი მეოთხედი (75 %) ინტერნეტს იყენებს. მათგან ყოველდღიურად ინფორმაციას იღებენ ქსელიდან – 86 %, კვირაში 2-3-ჯერ – 8 %, კვირაში ერთხელ – 4 %. ქობულეთში გამოკითხულთა 78 % უპასუხეს, რომ იყენებენ სოციალურ ქსელს ფეისბუკს, მათგან ყოველდღიურად 88 %. მუნიციპალიტეტში ფეისბუქის მომხმარებელთა რაოდენობა შეადგენს 75 %, მათგან ყოველდღიურად – 71 %.
ტელეარხებიდან ყველაზე ხშირად უყურებენ ”რუსთავი 2” –ს (37 % ქალაქში) და 46 % სხვა დასახლებულ პუნქტებში. მეორე ადგილზეა ”იმედი” – 30% და 34 % შესაბამისად. მესამე ადგილი აქვს ”მაესტროს” – 6 % და 7 %. რუსეთის არხებს ქობულეთში უყურებს გამოკითხულთა 18 %. დანარჩენი ტელევიზიების წილი შეადგენს 5 % ნაკლებს.
კვლევა ჩატარდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2016 წლის მარტში. გამოკითხვის მეთოდი – პირადი ინტერვიუ. სულ გამოკითხული იყო 1000 მაცხოვრებელი. შერჩევის ბაზისთვის გამოყენებული იყო განახლებული საარჩევნო სიები.
banner
წინა სტატიაშიახალციხეში 55 წლის ქალის ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტმა სააღდგომოდ 95 პატიმარი შეიწყალა