ქობულეთში მსუბუქი ავტომობილი მდინარეში გადავარდა – არის მსხვერპლი

ქობულეთში სოფელ ლეღვაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი მძიმედ დაშავდა.

დაშავებული მამაკაცი კლინიკაში არის გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმედ ფასდება.

ადგილობრივების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მსუბუქი ავტომობილი, სოფელ მდინარეში გადავარდა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის სენატი უკრაინის დახმარების პაკეტს 23 აპრილს უყრის კენჭს
შემდეგი სტატიაისრაელში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა