ქობულეთში მეწყერის ქვეშ მსუბუქი ავტომობილი მოჰყვა, რომელშიც ორი მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა

ახალშენში მეწყერის ჩამოწოლის შედგად დაკარგული ოთარ დავითაძის ცხედარი იპოვეს

ქობულეთში, ძლიერი წვიმის შედეგად ღამის განმავლობაში სხვადასხვა სოფელში საცხოვრებელ სახლებთან მეწყერი ჩამოწვა. მოგლეჯილია ხეები. სტიქიის დროს ჩამოწოლილ მიწის მასაში მსუბუქი ავტომობილი მოჰყვა. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ავტომობილში მსხდომი ოთხივე მოქალაქე უვნებლად ამოიყვანეს, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი იყო.

რთული ვითარება შეიქმნა სოფელ ქობულეთში, სადაც ერთ-ერთი ოჯახის ევაკუირება გახდა საჭირო. მეწყერის შედეგად დაზარალებული ოჯახები უსაფრთხო ადგილზე არიან გადაყვანილი.

ქობულეთის სოფლებში ჩამოწოლილმა მეწყერმა საავტომობილო გზაზე შეფერხებაც გამოიწვია. ადგილზე მობილიზებულია აჭარის საგზაო დეპარტამენტის მძიმე ტექნიკა და გზების გაწმენდა მიმდინარეობს. ქობულეთის გამგეობის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად მუნიციპალიტეტში 10-ზე მეტი ოჯახი დაზარალდა. მათივე ცნობით, უწყებაში სპეციალური შტაბი ამოქმედდა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მღებრიშვილი ჩინეთში პირველი სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა
შემდეგი სტატიაგერმანიაში, საჭესთან ჩადრით ან ნიღბით ჯდომა აიკრძალა – ჯარიმა 60 ევროა