ქობულეთში მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა – დაშავდა 3 ადამიანი. მომხდარის შესახებ ინფორმაციას “აჭარა თაიმსი” ავრცელებს.
შემთხვევა სოფელ ლეღვაში მოხდა.
გავრცელებული ცნობით, დასახმარებლად ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები მივიდნენ.
წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულები ოზურგეთის კლინიკაში გადაიყვანეს.

















