ქობულეთში 65 წლის მამაკაცი მეგობარმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. ადგილობრივების ინფორმაციით, ინცინდენტის მიზეზი უცნობია. შემთხვევა გუშინ მოხდა.
დაჭრილი მამაკაცი ქობულეთის კლინიკაშია მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მას ოპერაცია ჩაუტარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული.