ქობულეთში, შემოვლითი გზის გასწვრივ, სოფლების: ჩაქვი-საჩინოს მიმდებარედ ხანძარია,-ინფორმაციას “აჭარა თაიმსი” ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ცეცხლი ეკალ-ბარდზეა გავრცელებული.
მათი ინფორმაციით, ძლიერი ქარია, რაც ცეცხლის კერის გავრცელებას ხელს უწყობს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, რომ შემთხვევის ადგილზე მეხანძრე-მაშველები უკვე მუშაობენ და მიმდინარეობს ხანძრის ლიკვიდაციის პროცესი.
















