ქობულეთში ხანძარია – ცეცხლი 3 ჰექტარზე გავრცელდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოჩხამურთან ე.წ. აგურის ქარხნის დასახლების მიმდებარედ ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი მინდორში, დაახლოებით სამ ჰექტარზე ეკალბარდს უკიდია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “თაიმერს” განუცხადეს, რომ ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველები და აქტიური სალოკალიზაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში ხანძარია
შემდეგი სტატიაქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია