17.8 C
Tbilisi
შაბათი, ნოემბერი 14, 2026
banner

ქობულეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
სამართალდამცველებმა, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიარასრულწლოვანს მოწყალების თხოვნასა და დღეში 100 ლარის შეგროვებას აიძულებდნენ – ტრეფიკინგის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიასაქართველოდან ბოლო დღეებში უცხო ქვეყნის 101 მოქალაქე გააძევეს – მიმდინარე წელს გაძევებულთა რაოდენობა 3 600-ს აჭარბებს