ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ინფორმაციას “აჭარა თაიმსი” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

















