27.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 23, 2026
banner

ქობულეთში ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა

ქობულეთში ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ  ინფორმაციას “აჭარა თაიმსი” ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით,  ავტოზაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ სოფელ გვარასთან მოხდა. მათივე ცნობით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
banner
წინა სტატიაშიშიო მესამემ უსინათლო და მცირემხედველი მოსწავლეები დალოცა
შემდეგი სტატიასაგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში