ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში, სადაც ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახნენ.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ავარიის შედეგად ხუთი ბავშვი და ერთი ახალგაზრდა ქალი დაშავდა. ისინი, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანა.
ასევე, ცნობილია ისიც, რომ ერთ-ერთი მძღოლი ავარიის შემდეგ, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

















