7.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ნოემბერი 17, 2026
banner

ქობულეთში არასრულწლოვანი შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

ქობულეთში არასრულწლოვანი შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს.

ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა “აჭარა თაიმსი” ავრცელებს.

მათი ცნობით, შემთხვევა ერთ-ერთ სოფელში მოხდა. საქმე 15 წლის გოგონას ეხება. შემთხვევის დროს არასრულწლოვანი სახლში მამასთან ერთად მარტო იმყოფებოდა, დედა კი სამსახურში იყო. მოზარდმა მომხდარის შესახებ დედას ტელეფონით შეატყობინა, რის შემდეგაც ქალმა პოლიციას მიმართა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. საქმეზე დანიშნულია ექსპერტიზა.

banner
წინა სტატიაშინუგზარ წიკლაური: „ოცნების“ დათვლითაც კი მილიონამდე ადამიანის ნების აკრძალვა ხდება, საქართველოს მოქალაქეს აუქმებენ
შემდეგი სტატიაგურჯაანის მუნიციპალიტეტში, ბავშვებში კოკსაკის ვირუსის შემთხვევები დაფიქსირდა