ქობულეთში 7 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ქობულეთში 7 პირის დაკავების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით , რომ შვიდივე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის ბრალდებით, 12 აგვისტოს, გამტენიას დააკავეს.

მომხდარის შესახებ დეტალები ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ბათუმელების” ინფორმაციით, ოთხი დამსვენებელი პოლიციამ 12 აგვისტოს, დაახლოებით ღამის 4 საათზე ქობულეთში კლუბ “ატლანტას” და კლუბ “სტრეპტოციტის” მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა. დაკავებულები ამბობენ, რომ გუშინ ეროვნული გამოცდების შედეგები გაიგეს და გამოცდის ჩაბარებას აღნიშნავდნენ.

წყარო: www.pia.ge

banner
წინა სტატიაში„ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას პროგრამის „ჩემი სახლი“ შეჩერების გამო აკრიტიკებს
შემდეგი სტატიარუსთავში ქვეითად მოსიარულეს ავტომანქანა დაეჯახა