ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეში კაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, კაცი ცივი იარაღით არის დაჭრილი და კლინიკაშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.