ქობულეთის შემოვლით გზაზე ორი სატვირთო ავტომობილი მოცურდა და გზიდან გადავარდა

ქობულეთის შემოვლით გზაზე ორი სატვირთო ავტომობილი მოცურდა და გზიდან გადავარდა. მაგისტრალზე საცობია და მოძრაობა გართულებულია. ამ ეტაპზე შემოვლითი გზა დროებით ჩაიკეტა. ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იმყოფებიან.

როდის გაიხსნება აღნიშნული მონაკვეთი ჯერ-ჯერობით უცნობია. ქობულეთის მერიაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით მიიღეს.

გართულებულია მოძრაობა ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელ მეორე გზაზეც, სადაც რამდენიმე კილომეტრიანი საცობია.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი ბულგარეთის ელჩს შეხვდა
შემდეგი სტატიათერჯოლის მერის ყოფილმა მოადგილემ 401 ათასის ტენდერები მოიგო, 4 უკონკურენტოდ – “ფლანგვის დეტექტორი”