ქობულეთის სამედიცინო ცენტრში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

ქობულეთის სამედიცინო ცენტრის მედიკოსებს შენობა დაატოვებინეს და სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ამის მიზეზი ის არის, რომ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებულ 60 წლის ქალთან კონტაქტში მყოფი პირები იმყოფებოდნენ.

ქობულეთში კლინიკასთან ეპიდემიოლოგები, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგებლები და აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძე იმყოფება.

კორონავირუსით ინფიცირებული 60 წლის ქალის მამა, რომელსაც ასევე კორონავირუსი დაუდასტურდა, კლინიკაში მარტში იმყოფებოდა. შესაბამისად, კლინიკაში სამედიცინო მოკვლევა მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, რუსუდან შავიშვილი აცხადებს, რომ მიმდინარეობს შეხვედრები სამედიცინო პერსონალთან.

„ეპიდომოგიოლები ვიმყოფებით სოფელ გვარაში და ქობულეთის სამედიცინო ცენტრში, სადაც მიმდინარეობს ძალიან დეტალური ეპიდემიოლოგიური ჩაკითხვა. ჯერ არ შეიძლება რაიმე საბოლოო დასკვნის გაკეთება. გამოკითხვას დაექვემდებარება აბსოლუტურად მთელი პერსონალი,”- აცხადებს რუსუდან შავიშვილი.

ცნობისთვის აჭარაში კორონავირუსის 14 დადასტურებული შემთხვევაა, 5 ახალი ინფიცირებული დღეს დადასტურდა, მათ 60 წლის ქალთან კონტაქტი აქვთ, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუფიქსირდა. 60 წლის ქალის დაინფიცირების წყარო უცნობია, მიმდინარეობს მოკვლევა.

banner
წინა სტატიაშილევან რატიანი : საჭიროა სოციალური დისტანცირება , შესაძლოა, ვიყოთ ინფექციის მატარებლები და არ ვიყოთ დაავადებული
შემდეგი სტატიასოციალურად დაუცველი გოგონა სახელწოდებით”ლუღი” გურული დღიურების სტიპედიანტი გახდა