ქობულეთის სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ახალ სეზონზე მგზავრებს ქობულეთის რეაბილიტირებული ვაგზალი დახვდებათ.საქართველოს რკინიგზამ ორთვიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვედაასრულა. შეიცვალა სახურავი, საწვიმარი ღარი და წყალსარინი სისტემა.ვაგზლის ტერიტორიაზე გამოიცვალა ელექტროსადენები, შეიცვალა ბაქანზეარსებული დაზიანებული ფილები და დამონტაჟდა ახალი LED სანათები.საქართველოს რკინიგზა ეტაპობრივად ახორციელებს მის საკუთრებაში მყოფისადგურებისა და ბაქნების ინფრასტრუქტურულ პროექტებს. რკინიგზის მიერგამოცხადებულ ტენდერში ადგილობრივმა კომპანიამ გაიმარჯვა