ქობულეთის მუნიციპალიტეტში თოვლის საფარი 1.5 მეტრს აღწევს

ქობულეთის მუნიციპალიტეტში მეორე დღეა გადაუღებლად თოვს. თოვლის საფარმა მაღალმთიან სოფლებში თითქმის 1.5 მეტრს მიაღწია, ხოლო ქალაქში 40-50 სმ-ს აღწევს.

დიდთოვლობის გამო ქობულეთის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდა.

როგორც “პირWელს” ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, სულხან ევგენიძემ განუცხადა, სტიქიასთიან ბრძოლის შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაოებს.

“მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები, „ენერგო პრო-ჯორჯიას“ ბრიგადები, გამწვანებისა და დასუფთავების თანამშრომლები. ინტენსიურად მიმდინარეობს სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარება. ბოლო მონაცემებით ელექტროენერგია 2 000-მდე აბონენტს არ მიეწოდება. მიმდინარეობს დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები, ინტენსიურად იწმინდება ქალაქის ქუჩები და სოფლების ცენტრებთან მისასვლელი გზები. ასევე შიდა სასოფლო გზების გაწმენდა მიმდინარეობს იმ მიმართუელბით, სადაც მძიმე ავადმყოფები ცხოვრობენ. ქობულეთი-ბათუმისა და ქობულეთი-ოზურგეთის მიმართულებით სატრანსპორტო მიმოსვლა შეფერხებულია. დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი შეწყდა საბავშვო ბაღებსა და სკოლებში”, – აცხადებს ეგენიძე.

http://pia.ge/show_news.php?id=58902&lang=geo

banner
წინა სტატიაშიპრემიერის დავალებით გიორგი ამაშუკელი რეგიონებში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობა
შემდეგი სტატიაგია გეგუჩაძე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს გაწვრთვნის