ქობულეთის მუნიციპალიტეტში შემოწმებული 1600 პირიდან მხოლოდ 13-ის მდგომარეობა აღმოჩნდა საყურადღებო

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში, სადაც დღეს გამკაცრებული საკარანტინო რეჟიმი დაწესდა, 1600-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა თერმოსკრინინგი და გამოკითხვა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, საყურადღებო მათგან მხოლოდ 13-ის მდგომარეობა აღმოჩნდა.

„13 მოქალაქეს, გამოკითხვის შედეგად, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჰქონდა გარკვეული ჩივილები, რომლებიც ჰგავს ვირუსისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს, თუმცა დღეს ისინი თავს კარგად გრძნობენ. ამის მიუხედავად, მათზე დაწესდა სამედიცინო კონტროლი“, – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

მინისტრის განცხადებით, ამ დროისთვის ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებით უკვე მოძიებულია 305 კონტაქტი, რომელთა ნაწილი გამოკვლეულია, გამოიკვლევენ დარჩენილ ნაწილსაც.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსისგან 67 პაციენტი გამოჯანმრთელდა
შემდეგი სტატიაოკუპირებული აფხაზეთიდან ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანილ ორ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა