ქობულეთის მერიის 3 თანამშრომელს პატიმრობა შეეფარდა

ქობულეთის მერიის ოთხი თანამშრომლიდან სამს ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ერთი კი 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

დაკავებულებს ფინანსური პოლიცია ქრთამის აღებას ედავება. ისინი საჩინოს, ქაქუთისა და ხალას რწმუნებულები იყვნენ და საკუთარ სოფლებში ჩატარებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების ინსპექტირება ევალებოდათ.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა საზოგადოებრივი ობიექტების მშენებელი კომპანიებისგან ქრთამის სახით 500 დან 1000 ლარამდე თანხა აიღეს და უხარისხოდ ჩატარებულ სამუშაოებზე რეაგირება არ მოახდინეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 6-დან 9-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ფილმში “და ჩვენ ვიცეკვე” პორნოგრაფიის ნიშნები ვერ დაინახა
შემდეგი სტატიადედაქალაქის რამდენიმე უბანში ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეუზღუდება