ქობულეთის მეორე საჯარო სკოლის თორმეტი მოსწავლე ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს

ქობულეთის მეორე საჯარო სკოლის თორმეტი მოსწავლე ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოზარდები ერთნაირი სიმპტომებით შეუძლოდ პირველი გაკვეთილის შემდეგ გახდნენ. ამ დროისთვის უცნობია სავარაუდო ინტოქსიკაციის მიზეზები.

„მოზარდები მეორე გაკვეთილზე გახდნენ ცუდად. მათ ერთნაირი სიმპტომები ჰქონდათ, გულისრევის შეგრძნება და თავბრუსხვევა. ბუნებრივია, ყველა მათგანი სასწრაფოდ გადავიყვანეთ რეფერალურ საავადმყოფოში. როგორც ექიმები ამბობენ, მათი მდგომარეობა სტაბილურია. ერთი მათგანი უკვე გამოწერეს კიდეც. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა მათი შეუძლოდ ყოფნის მიზეზი. სხვადასხვა ვერსიებზე იყო საუბარი. წინა დღით ისინი დაბადების დღეზე იმყოფებოდნენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ მხოლოდ 5 მათგანი იყო იქ და ეს ვერსია გამოირიცხა. ვარაუდობენ კვებით ინტოქსიკაციას, თუმცა ჯერ დადგენილი არაფერი არ არის“, – განაცხადა პირველ არხთან ქობულეთის რესურსცენტრის უფროსმა მადონა გოგიტიძემ.

მოსწავლეები ამ დროისთვის ისევ ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოში ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩებიან.

banner
წინა სტატიაშისოხუმში სირიის დელეგაცია ჩავიდა
შემდეგი სტატიაშავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში კონფერენცია: ისტორია, ხელოვნება, ლიტერატურა და კულტურა შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში ჩატარტდა