ქობულეთის ილია ჭავჭავაძის სახელობის მე-2 საჯარო სკოლაში მე-6 კლასის მოსწავლეებს შორის ინციდენტი მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა. ინფორმაციას მომხდარის შესახევ “აჭარათაიმსი” ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ქობულეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, მადონა გოგიტიძე აცხადებს, რომ სკოლამ მომხდარზე მყისიერი რეაგირება მოახდინა და მასალები საგამოძიებო უწყებებს გადასცა. მისივე თქმით, დაშავებული მოსწავლის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, გამოიკითხნენ მასწავლებლები და მოსწავლეები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.















