ქობულეთის კლასტერი კიდევ ოთხით გაიზარდა , მათ შორის ერთი არასრულწლოვანი – 10 წლამდე მოზარდია

ინფიცირების კიდევ ოთხი ახალი შემთხვევა დადასტურდა ბათუმში, რომელიც ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. მათ შორის ერთი არასრულწლოვანი – 10 წლამდე მოზარდია. იგი დედასთან ერთად იმყოფებოდა სტუმრად ქობულეთში. ინფიცირებულია მოზარდის დედაც. ორივე მათგანი გადაყვანილია ქუთაისში. ორი პირი კი, ქობულეთის მკვიდრია და იმყოფება კლინიკა „მედალფაში“.

გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარის რეგიონში 72 პირი გამოიკვლიეს, მათ შორის 13 იყო ქობულეთის კლასტერიდან და სწორედ ოთხ მათგანს აღმოაჩნდა ვირუსი.

ამ დროისთვის, ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებით მოკვლეულია 410 კონტაქტი, 210 გამოკვლეულია. კლასტერთან დაკავშირებით, დღეის მონაცემებით, 29 შემთხვევა დადასტურდა, რასაც ემატება ფოთისა და ბაღდადის სამი შემთხვევაც.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე : მორწმუნე ადამიანი ორმაგად პასუხისმგებელია ქვეყნის წინაშე, რამეთუ მისი სულიერი მისიაა მოყვასზე ზრუნვა, სახლში დარჩენა მისი რწმენის გამყარებაა და არა განსაცდელი
შემდეგი სტატიასამეგრელო-ზემო სვანეთში დღევანდელი მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 298 ადამიანი იმყოფება