ქობულეთის 600 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

ქობულეთის 600 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. გამგეობის ინფორმაციით, ელექტროენერგია გამორთულია ქობულეთის რიგ უბნებში. ქობულეთის გამგეობაში აცხადებენ, რომ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ელექტრიკოსები აღდგენით სამუშაოებს აწარმოებენ.
წუხელ ძლიერმა ქარმა ქობულეთში სამი ხე მოგლიჯა, რის გამოც გზები ჩაიხერგა სოფელ ბუკნარსა და გვარაში, ასევე ქობულეთში აღმაშენებლის გამზირზე. ქარმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზებიც, რის გამოც პირველი მონაცემებით, 4 000-მდე აბონენტს ენერგო მომარაგება შეუწყდა.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ტყემალაძე ბარიერის 2%-მდე შემცირების ინიციატივას მხარს უჭერს
შემდეგი სტატია,,მე ვნახე საქართველოს ინტერესების ძლიერი მხარდამჭერი ქვეყნის პრეზიდენტი”