ქობულეთი-ოზურგეთის გზაზე ტრაილერის შეჯახების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით დაღუპულთა შორის ერთ-ერთი ბავშვია.

ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთი-ოზურგეთის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში“აჯობებს ცოტნეს მდგომარეობის გაუმჯობესებას დაველოდოთ, თვითონ მოყვება ყველაფერს”
შემდეგი სტატია“ბევრჯერ გვაქვს მოსმენილი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადებები, რომლებსაც სამწუხაროდ, კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია”